19 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
„ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, შემზარავ დანაშაულებრივ ფაქტში თავისი როლი ბრალეულობის კუთხით გამორიცხოს" - ადვოკატი

სამშენებლო კომპანია „L ჯგუფი” დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე სრულ პასუხისმგებლობას ბუნებრივი აირის გამანაწილებელ კომპანიას აკისრებს.

კომპანიის დამფუძნებელი პოლიციამ გუშინ ორჯერ გამოკითხა. ადვოკატის მტკიცებით, „ყაზტრანსგაზს“ ხელისუფლება ლობირებს.

“L ჯგუფის“ ინტერესების დამცველის თქმით, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მზად არიან სასამართლოს მიმართონ.

სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა დაზარალებულ მოსახლეობასთან ერთად დღეს ბრიფინგის გამართვას აპირებს.

„ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, რომ როგორმე ამ შემზარავ დანაშაულებრივ ფაქტში თავისი ბრალეულობის კუთხით ყოველგვარი როლი გამორიცხოს. ვაპირებთ, რომ მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ,“- განაცხადა ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები