"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები მშენებლობებთან დაკავშირებული რეგულაციების აუცილებლობაზე საუბრობენ. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ დღეისთვის მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს მუხლი, რომელიც კონკრეტულ უწყებას ახლადაშენებულ კორპუსში შიდა კომუნიკაციების შემოწმებას ავალდებულებს.
"საია" მიუღებლად მიიჩნევს ასევე შენობაში მოსახლეობის შესახლებას, თუ ის ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია მზად არის, რეგულაციები ამ თემაზე თავად მოამზადოს და მოგვიანებით შესაბამის უწყებას წარუდგინოს.