24 აპრილი 2024,   21:47
ვრცლად
სისხლიანი დაპირისპირება ვერაზე - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილისა და კონსტანტინე ჯორბენაძის აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. ადუაშვილის ბრალი გუშინ კლინიკაში წაუყენეს, სადაც ის ამ დრომდე მკურნალობს. გამოძიება ბრალდებულს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ჯორბენაძეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. მასთან იზოლატორში გუშინ გვიანობამდე იმყოფებოდა მისი ადვოკატი.

არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები