25 აპრილი 2024,   09:33
ვრცლად
გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქე გამოაძევეს

გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია საქსონიის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეპორტირებულები გერმანიის სხვადასხვა რეგიონში თავშესაფარს ითხოვდნენ, თუმცა მოთხოვნაზე უარი მიღეს.

ჩარტერული რეისი თბილისის მიმართულებით ლაიფციგის აეროპორტიდან შესრულდა.

გასულ წელს საქსონიიდან საქართველოში სამი ანალოგიური რეისი განხორციელდა.

დღის ამბები