25 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
მოყინული გზის გამო, 25 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა - დაშავდა 6 ადამიანი

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უამინდობისა და მოყინული გზის გამო გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სამ სხვადასხვა ადგილას ერთმანეთს 25-მდე ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა გზაზე ტექნიკური მარილი უკვე დაყარეს.

დღის ამბები