19 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
ტერაქტი კოლუმბიის პოლიციის კადეტთა სკოლაში - თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის დედაქალაქში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 65 ადამიანი. თავდასხმა ბოგოტაში მდებარე პოლიციის კადეტთა სკოლაზე განხორციელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძღოლი სკოლის ტერიტორიაზე შეიჭრა და ასაფეთქებელი მოწყობილობა მანამდე აამოქმედა, სანამ უსაფრთხოების სამსახურებმა მისი შეჩერებას შეძლებდა.

თვითმკვლელი ტერორისტი 65 წლის ადგილობრივი იყო. პოლიციისთვის მისი მოტივი უცნობია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

დღის ამბები