19 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
"ამერიკის მოწინააღმდეგეები სარაკეტო არსენალს ზრდიან, ჩვენი ქვეყნის დაცვა ჩემი პირველი მოვალეობაა" - ტრამპი

გარე საფრხეებთან ბრძოლის მიზნით შეერთებული შტატები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გაფართოებას გეგმავს. პენტაგონის მიერ მომზადებული თავდაცვის სტრატეგია დონალდ ტრამპმა წარადგინა.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის, ირანისა და ჩინეთის მიერ სარაკეტო პოტენციალის გაზრდაზეა გამახვილებული. ჩრდილოეთ კორეა კი მუდმივი საფრთხის წყაროდ არის მოხსენიებული.

"ამერიკის მოწინააღმდეგეები ზრდიან საკუთარ სარაკეტო არსენალს, ჩვენი ქვეყნის დაცვა ჩემი პირველი მოვალეობაა," - განაცხადა პენტაგონში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა.

 

დღის ამბები