20 აპრილი 2024,   20:08
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე ავტოავარიაში მოჰყვა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორის მეუღლე ავტოავარიაში მოჰყვა. შემთხვევა ნორფოლკის საგრაფოში, სანდრინ-გემის სასახლის მახლობლად მოხდა.

97 წლის პრინცი ფილიპი საკუთარი "რეინჯ როვერის" საჭესთან თავად იჯდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ავარიის შედეგად პრინცის მანქანა გადაბრუნდა.

ბუკინგემის სასახლის ცნობით, ინციდენტის დროს ედინბურგის ჰერცოგი არ დაშავებულა. უმნიშვნელო ტრავმები მიიღო ორმა ადამიანმა, რომლებიც ავარიაში მონაწილე მეორე მანქანაში ისხდნენ. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

დღის ამბები