18 აპრილი 2024,   04:28
ვრცლად
პედაგოგებისა და სტუდენტების აქცია საბერძნეთში - პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საბერძნეთში საპროტესტო აქცია სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ათენის ქუჩებში სკოლის მასწავლებლები საკანონმდებლო ცვლილებების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ, რომლის მიხედვითაც, პედაგოგების დასაქმების პროცედურები იცვლება. მასწავლებლების განცხადებით, ცვლილებები მათ სამუშაო ადგილებს საფრთხეს უქმნის.

პედაგოგების აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ. აქცია პარლამენტში ახალი კანონპროექტის განხილვის პარალელურად გაიმართა. სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

დღის ამბები