19 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
წყალდიდობა არგენტინაში - სახლები 3500-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

არგენტინის ჩრდილოეთ რეგიონებში წყალდიდობას ებრძვიან. ძლიერი წვიმების შედეგად მოვარდნილმა წყალმა სანტაფეს პროვინციაში დასახლებები დატბორა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმიდინარეობს. სტიქიის გამო საცხოვრებელი სახლების დატოვება 3500-ზე მეტ ადამიანს მოუხდა. დაზიანებულია შენობები. დაიტბორა 300 ათას ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა.

ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის.

დღის ამბები