16 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
H1N1-ის ვირუსით ზუგდიდში ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ე.წ. ღორის გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი - H1N1-ის ვირუსით ზუგდიდში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ვირუსის არსებობა უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა. 

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში სიმპტომების გამოვლენიდან მეექვსე დღეს შევიდა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ იკლო. გამყრელიძე ვირუსის აფეთქების რისკს ამ ეტაპზე არ ელის.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები