20 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
პოლიციელებზე შესაძლო თავდასხმა - ბრალდებული ძმების ადვოკატი მოსამართლის აცილებას ითხოვს

პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული ძმები ჩახვაშვილების ოჯახი პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მორიგი სასამართლო პროცესი დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ძმებ ჩახვაშვილებს პოლიციაზე თავდასხმა არ განუხორციელებიათ.

მათ მოსამართლისა და პროკურორის საქმიდან აცილება მოითხოვეს, თუმცა სასამართლომ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარის მტკიცებით, მათ მოწმეებზე პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან შანტაჟი და ზეწოლა მიმდინარეობს.

დღის ამბები