20 აპრილი 2024,   16:29
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - 4 წლის ბავშვი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი ამ დრომდე იაშვილის სახელობის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება. ექიმის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. 

„პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ცნობიერება ნათელია, აქტიურია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იყო ამხელა ტრავმა მიღებული, ოპერაციული ჩარევა ჩატარდა, ჯერჯერობით საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში,“ - აცხადებს იაშვილის კლინიკის პედიატრი, ირმა კაკაურიძე.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი - დაშავადა. 

დღის ამბები