20 აპრილი 2024,   05:54
ვრცლად
სწრაფი რეაგირების ასეული ავღანეთში გაემგზავრა 

გორში, სწრაფი რეაგირების ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. ქართული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში შეასრულებს.

I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ჩაანაცვლებს. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე ასეულმა სამთვიანი მომზადება საქართველოში გაიარა.

დღის ამბები