25 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

„ევროპულმა საქართველომ“ მომავალ სამოქმედო გეგმას სტრატეგიაზე დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელა.

პოლიტსაბჭოს წევრებმა პარტიის ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ შეაფასეს არჩევნების შედეგები.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომაზე მომავალი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტად მოსახლეობასთან ერთად ადგილებზე პრობლემების გაცნობა და გადაჭრის კონკრეტული გეგმის შემუშავება დაასახელეს.

„ჩვენი ამოცანაა, „ევროპული საქართველო იყოს ის პარტია, რომელიც არის წარმოდგენილი თითოეულ რაიონში, თითოეულ ოჯახში, რომელსაც ესმის ადამიანების გაჭირვება, რომელიც ახლოს არის ხალხთან და სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას კონკრეტულ გეგმას ცხოვრების გასაუმჯობესებლად,“ - განაცხადა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტიის მთავარ მიზანს მომავალ არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხება წარმოადგენს.

დღის ამბები