23 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
მოლაპარაკებები და ხელშეკრულება "გაზპრომთან" - ეკონომიკის მინისტრი ჟურნალისტებს დაემალა

მოლაპარაკებები რუსულ ენერგოკომპანია "გაზპრომთან" - ეკონომიკის მინისტრი ჟურნალისტებს დაემალა. გიორგი ქობულია, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი გაზპომთან მოლაპარაკებებზე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან შეხვედრაზე არ ჩამოსულა.

ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ენერგოგიგანტთან, "გაზპრომთან" მოლაპარაკებების დეტალებს ასაიდუმლოებს. ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა, რა დოკუმენტის საფუძველზე და რა პირობებით ახორციელებს საქართველო რუსეთიდან სომხეთში რუსული გაზის ტრანსპორტირებას, უცნობია.

მთავრობა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ქვეყნისთვის წამგებიან გარიგებაზე რუსულ კომპანიასთან არ წავა, მაგრამ ეს ერთხელ უკვე მოხდა, როდესაც ორი წლის წინ, საქართველო რუსულ პირობებს დათანხმდა.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ "გაზპრომი" ცდილობს, საქართველოს ხელისუფლება კაბალურ ხელშეკრულებაზე დაიყოლიოს, რის გამოც ხელის მოწერა ამ დრომდე ჭიანურდება.

ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ, რომ რუსეთთან დათმობაზე არ წავიდეს და ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო პირობები დააყენოს

ამავე თემაზე
დღის ამბები