18 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის შესაძლებლობების უგულებელყოფა არ შეიძლება - დავით ზალკალიანი "გაზპრომთან" ხელშეკრულებაზე

„საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის შესაძლებლობების უგულებელყოფა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება“ - ეს განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა.

„გაზპრომთან“ გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს მინისტრი ეხმაურება და ამბობს, რომ რუსულ ენერგოგიანტთან ხელშეკრულება საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე დაიდება.

„მნიშვნელოვანია, საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები, სატრანზიტო პოტენციალი, ჩვენს ტერიტორიაზე გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გადის, ამიტომ, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის შესაძლებლობების უგულებელყოფა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ შორის, გაზპრომთან დაკავშირებული საკითხი იყოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ოპოზიცია კი ეჭვობს, რომ „გაზპრომი“ ხელისუფლების კაბალურ შეთანხმებაზე დაყოლიებას ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ, რომ რუსეთთან დათმობაზე არ წავიდეს და ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო პირობები დააყენოს.

"გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები რუსულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის არ დაწყებულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები