19 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
"ჰქონდათ კონკრეტულ აქციონერთან რაღაც შეკითხვები" - ფინანსთა მინისტრმა TBC ბანკის საქმის დეტალები არ იცის

TBC ბანკის საქმეს ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ეხმაურება. როგორც ვანო მაჭავარიანმა განაცხადა ის საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

მაჭავარიანი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გამოძიებას "რაღაც კითხვები" აქვს კონკრეტულ აქციონერებთან, ხოლოდ თავად ფინანსთა სამინისტროს TBC ბანკთან არანაირი შეკითხვა არ აქვს.

მაჭავარიანი მოუწოდებს ჟურნალისტებს, დაელოდონ გამოძიებას ან არ დაელოდონ , "მივიდნენ და ჰკითხონ, რაზეა ლაპარაკი". 

„პროკურატურამ გააკეთა ეს განცხადება, ჰქონდათ კონკრეტულ აქციონერთან რაღაც შეკითხვები. ინფორმაციული განცხადება იყო. მე გეუბნებით, რომ საგადასახადო კუთხით, ამ ეტაპზე არანაირი კითხვები არ გვქონია.  თიბისი ბანკთან საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის. დარწმუნებული ვარ ამ ინსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იყო პროკურატურის განცხადება, რაღაც ტრანზაქციებზე იყო ლაპარაკი, დაკითხვაზე იყო ლაპარაკი.

დაველოდოთ გამოძიებას, ან თუ გინდათ არ დაელოდოთ მიდით და ჰკითხეთ რაზეა ლაპარაკი,”-ამბობს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, TBC ბანკიდან პროკურატურამ გამოძების ფარგლებში დოკუმენტაცია ორი კვირის წინ ამოიღო. უწყების განმარტებით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” TBC ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით, ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი მიიღო.

პროკურატურის მტკიცებით, ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ორივე კომპანიას ჩამოაწერა.

TBC ბანკმა გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა, როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

ამავე თემაზე
დღის ამბები