19 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
"ღორის გრიპს გადავურჩი, ახლა ვეგანი ვარ" - დემნა გვასალიას "ანტისოციალური" კოლექცია

კოლექცია სახელწოდებით "ანტისოციალური" - დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე ვეტმანის 2019 წლის შემოდგომა-ზამთარი წარადგინა. ბრენდის ახალი კოლექცია ინტერნეტისა და მისი ბნელი მხარის შთაგონებით შეიქმნა, თუმცა ასევე პოლიტიკური აქცენტებიცაა გაკეთებული.

დემნა გვასალიამ ვეტმანსის ახალ კოლექციას ანტისოციალური უწოდა - შემოდგომა ზამთარი 2019-ის ჩვენება ირონიულად გახსნა - მოდელი გამაფრთხილებელი ტექსტით გამოვიდა, რომელიც დიზაინერმა სტივ ჯობსს მიუძღვნა - მაისურზე წარწერა კოლექციის ერთგვარი შესავალი აღმოჩნდა, რომ ვეტმანსი შეეცდება დაგვანახოს უსიამოვნო რეალობა, რომელსაც ცენზურა მალავს, თუმცა ბრენდს ამის არ ეშინია.

ვეტმანსის ახალი კოლექციით დიზაინერმა მოდა თავდაყირა პირდაპირი მნიშვნელობითაც დააყენა - კოლექციაში ინტერპოლის ყალბი ნიშნები გამოიყენა, ასევე ანარქიის თავდაყირა სიმბოლო და შარვალზე წარწერა "დამზადებულია ევროპაში" ისეთივე დიზაინით შექმნა, როგორიც ამერიკაში პატიმრებს აცვიათ.

დიდი ზომის ე.წ იუნისექსი სამოსი ძირითადად ან პრინტებითაა და სხვადახვა წარწერებით - მაგალითად, როგორიც ეს - "ღორის გრიპს გადავურჩი ახლა ვეგანი ვარ" - მაისურზე ეს წარწერა იმასაც მიანიშნებს, რომ ქართველ დიზაინერს მის მშობლიურ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებას აქცევს.

ვეტმანსის შემოდგომა ზამთარი 2019-ის ჩვენებაზე ქართველმა მოდელებიც გამოვიდნენ. გურამ და დემნა გვასალიების საინფორმაციო სახის კოლექციის პრეზენტაცია პარიზში მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

დღის ამბები