20 ივნისი 2019,   20:17
ვრცლად
ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი - გაუფასურდა

კვირის  ბოლოს ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებაში კი - გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6629 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6633 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

1 ევრო კი 3.0368 ლარი ღირს მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0359 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა.

 

დღის ამბები