24 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
"სამწუხარო ფაქტია, რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირთაგან მაღალი სასულიერო პირების პირდაპირ შეურაცხყოფას" - მეუფე გრიგოლი

მეუფე სპირიდონსა და მეუფე პეტრეს შორის დაწყებულ დაპირისპირებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ეხმაურება. მღვდელმთავარი ამბობს, რომ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებები მრევლში უნდობლობას იწვევს.

მეუფე გრიგოლისთვის მეუფე სპირიდონის მიერ ქადაგების დროს გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიდეთ პერსონებზე, პიროვნებებზე. ჩვენ ზოგადად პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ, იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს სულიერ ცხოვრებას გააჯანსაღებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავპატარავდეთ ისე, რომ ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა დავიწყოთ. ძალიან ხშირად შეინიშნება უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამოსვლები და კიდევ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს, რაც განსაკუთრებით საწყენია და სამწუხარო ფაქტია, რომ ადგილი აქვს დაბალი იერარქიის სასულიერო პირთაგან მაღალი სასულიერო პირების პირდაპირ შეურაცხყოფას და ლანძღვას და ამან, თითქოს, ერთგვარი შეუქცევადი ტენდენციის სახე მიიღო. ცალსახად და გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ამგვარი ქმედება და ამგვარი ცნობიერება ანგრევს მართლმადიდებელი ეკლესიის ღერძს, რომელიც მას ამაგრებს და ამტკიცებს, აუკუღმართებს მის ჭეშმარიტ არსს,“ - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მღვდელმთავარმა ჭყონდიდის ეპისკოპოსს, რომელიც საეკლესიო იერარქიით მასზე მაღლა დგას, შეურაცხყოფა მიაყენა. მან მეუფე პეტრეს ჯერ უგუნური უწოდა, შემდეგ კი ეკლესიის გახლეჩვაში დაადანაშაულა.

მეუფე სპირიდონის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო კი მეუფე პეტრემ საეკლესიო სასამართლო მოითხოვა.

საგანგებო წერილში, რომელიც ჭყონდიდის ეპისკოპოსმა გამოაქვეყნა, ის სპირიდონის დასჯას ითხოვს და საქმის გარჩევაში ჩართვას მეზობელ ეპარქიებს ურჩევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები