21 თებერვალი 2019,   04:47
ვრცლად
ტრამპმა ე.წ. შათდაუნის შესაჩერებლად ახალი გეგმა წარადგინა

დონალდ ტრამპმა ე.წ. შათდაუნის შესაჩერებლად ახალი გეგმა წარადგინა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში დროებით დარჩენას სთავაზობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 5.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დეტალურად განმარტა მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის დანიშნულება. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 370 კილომეტრის სიგრძის ნაგებობის აგებას ითხოვს.

ტრამპის განმარტებით, მოთხოვნილი 5 მილიარდ 700 მილიონიდან 800 მილიონი დოლარი ჰუმანიტარულ პროგრამებზე დაიხარჯება, ამდენივე სასაზღვრო ანტინარკოტიკულ სამსახურს მოხმარდება. ასევე, 2700 ადამიანით გაიზრდება მესაზღვრეთა შტატი და მიგრაციის საკითხებში 700 ახალი მოსამართლე დაინიშნება.

გეგმის მიხედვით, ამუშავდება მიგრანტი ბავშვების დაცვის და ოჯახების გაერთიანების პროგრამები.

ტრამპის ინიციატივას კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი გამოეხმაურა. ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ კონგრესი ამ გეგმას მხარს არ დაუჭერს. ოპონენტებისთვის პრეზიდენტის ინიციატივა ისევ მიუღებელი აღმოჩნდა. 

თეთრ სახლსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების გამო, შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებების ნაწილი უკვე 29-ე დღეა, დაფინანსების გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები