26 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
შეტაკებები საფრანგეთში - პოლიციამ 30-მდე დემონსტრანტი დააკავა

"ყვითელი ჟილეტების" აქციები საფრანგეთში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მშვიდობიანი მსვლელობები გამართეს, თუმცა დემონსტრაციები ისევ არეულობაში გადაიზარდა.

მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მხოლოდ პარიზში სამართალდამცველებმა 30-მდე ადამიანი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნანტში, რენესა და ლიონში შეტაკებების შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. 

დღის ამბები