სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ცნობით, იმავე დღეს მოქალაქემ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს ბათუმში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.