23 აპრილი 2024,   23:08
ვრცლად
ტერეზა მეი პარლამენტს ევროკავშირთან შეთანხმებული ბრექსიტის გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებ

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს ევროკავშირთან შეთანხმებული ბრექსიტის გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. "დეპუტატების მცდელობა გადააყენონ მთავრობა ქვეყნისთვის "უკიდურესად სახიფათოა "- აცხადებენ დაუნინგ სთრითზე. განცხადება პრემიერის ადმინისტრაციამ პარლამენტში დაგეგმილი მორიგი დებატების წინ გამოაქვეყნა.

ხვალ დეპუტატების ჯგუფი პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან მოლაპარაკების გაგრძელების საშუალებას მისცემს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ერთხელ უკვე უარყო ტერეზა მეის მიერ შემუშავებული ბრექსიტის გეგმა. ახალი კანონის დამტკიცების შემთხვევაში პრემიერს 26 თებერვლამდე ექნება ვადა, რომ პარლამენტი ბრექსიტის გარიგებაზე დაითანხმოს.

თუ ტერეზა მეის მთავრობა ამას ვერ მოახერხებს, პარლამენტი ხელახლა უყრის კენჭს 50-ე მუხლის ამოქმედებას, რაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას შეაფერხებს ან ბრექსიტს საერთოდ გააუქმებს. 

დღის ამბები