19 აპრილი 2024,   09:27
ვრცლად
ესპანეთში მაშველები 100 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდნილი ბავშვის გადარჩენას ცდილობენ  

ესპანელი მაშველები ჭაში ჩავარდნილი მცირეწლოვნის გადარჩენას ცდილობენ. 2 წლის ბავშვი უკვე 6 დღეა, 100 მეტრის სიღრმეზე ორმოში იმყოფება. იმის გამო, რომ ჭის დიამეტრი სულ 25 სანტიმეტრია, მისი ამოყვანა შეუძლებელია.

მაშველებმა ადგილზე სპეციალური ბურღი მიიტანეს და ახალი გვირაბის გათხრა დაიწყეს. ოპერაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მაშველები გვირაბში ჩასვლას სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით უახლოესი 15 საათის განმავლობაში შეძლებენ. 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები