25 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
"სუს-ზე გავლენა ექნება პრემიერმინისტრს"- "ოცნებაში" ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ

მმართველი გუნდი სუს-ში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს. დეპუტატი სიმონ ნოზაძე მიიჩნევს, რომ არასწორია საუბარი გიორგი გახარიას კლანის გაძლიერებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ სუს-ის უფროსის მოადგილედ შსს-ის გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი დაინიშნა.

მისივე თქმით სუს-ზე გავლენა არა გახარიას, არამედ პრემიერმინისტრს და ამ სამსახურის უფროსს ექნება.

„უსაფრთხოების სფერო ერთობ სპეციფიკური სფეროა. ძირითადად, საქართველოს შემთხვევაში პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაშია. 6 წლით ინიშნება მისი ხელმძღვანელი პარლამენტის მიერ და გავლენა, პირველ რიგში, იქნება პრემიერმინისტრისა და  იმ ხელმძღვანელის, რომელიც სტრუქტურას ხელმძღვანელობს. თუ სხვა სტრუქტურაში გაზრდილი ადამიანი გადავა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ  რომელიმე მინისტრის გავლენა ძლიერდება. მერე რა, რომ არის მარჯვენა ხელი. მასე ბატონი ხოჯევანიშვილი ძალიან კომპეტენტური კაცია,“  - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა. ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამ პოსტზე კი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გადაიყვანეს, რომელიც მანამდე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები