20 აპრილი 2024,   02:15
ვრცლად
"არა ქიმიურ ტერმინალს, ნუ დანაღმავ ქალაქს" - ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება

"არა ქიმიურ ტერმინალს", "დაიცავი ბათუმი", "ნუ დანაღმავ ქალაქს" - ამ ლოზუნგებით ბათუმის პორტთან ახალი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ მოქალაქეები შეიკრიბნენ. 

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ტერმინალი საზიანოა ჯანმრთელობისთვის და ქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

აქციის მონაწილეების თქმით, ტერმინალი ბათუმს ტურისტული ქალაქის სტატუსსაც წაართმევს, რადგან დაგეგმილია ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირება. შეკრებილების ნაწილს ნიღბები უკეთიათ.

ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ცენტრალური აზიიდან ევროპაში მინერალურ სასუქებს, კერძოდ კარბამიდს გადაზიდავენ. ტერმინალის მშენებლობაში ამერიკული კორპორაცია Trammo 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.

 

დღის ამბები