23 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
ვაშინგტონმა და ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე მუშაობა დაიწყეს

ვაშინგტონმა და ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე მუშაობა დაიწყეს. ამ მიზნით ამერიკელი და კორეელი დიპლომატები შვედეთში ჩავიდნენ, სადაც პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება.

ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას ვიცეპრეზიდენტი ხელმძღვანელობს. კიმ ჩენ ინის დავალებით, ვიცეპრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში შეერთებული შტატების სპეცწარმომადგენელს შეხვდება. სტეფან ბიგანის და შო სონ ჰიუს შეხვედრა სტოკჰოლმის მახლობლად ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა შესაძლოა, კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის მეორე სამიტი შეათანხმონ. 

დღის ამბები