20 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
ჩინჩალაძის კლანის გავლენა, რომელიც სასამართლოს სცდება და პარლამენტამდე მიდის

მიხეილ ჩინჩალაძის კლანი უვადო მოსამართლეობისთვის ემზადება. არასამთავრობო სექტორში უკვე ღიად საუბრობენ, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფება სასამართლოში და კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის სამეგობრო პარლამენტში ინტერესთა სრულ თანხვედრაში არიან. 

მოსამართლეთა კლანის ხელმძღვანელად სწორედ მიხეილ ჩინჩალაძე მოიაზრება. ამავე კლანში იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი მოიაზრებიან. ამავე კლანში  შოთა ქადაგიძე, ირაკლი შენგელია და დიმიტრი გვრიტიშვილიც არიან. ყველა მათგანი დაკავშირებულია ჩინჩალაძის სახელთან. 

მოსამართლეთა კლანურ სიას მმართველ გუნდში ღია დაპირისპირება მოჰყვა. სკანდალს ეკა ბესელიას თანამდებობა შეეწირა.

ოპონენტების აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს ხელში ჩასაგდებად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელით სასურველი მოსამართლეები შეარჩია და სია პარლამენტს გადაუგზავნა.

როგორც ცნობილი ხდება, ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას საკითხის დაჩქარებულ რეჟიმში განხილვა მოსთხოვა. ბესელია კი აცხადებს, რომ მან თანამდებობიდან გადადგომით შეძლო, პროცესის დროებით მაინც შეჩერება.

"ქართული ოცნების" დეპუტატების მცირე ნაწილის პროტესტს სკანდალურ სიასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის რეაქცია და საყვედური მოჰყვა.

 

დღის ამბები