19 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
საქართველოზე შეყვარებული ლანდსბერგისების სამი თაობა

საქართველოზე შეყვარებული ლანდსბერგისების სამი თაობა - ლიეტუვის სეიმის ყოფილი თავმჯდომარის, ვიტაუტას ლანდსბერგისის და მისი შთამომავლების ცხოვრებაში საქართველოს დიდი ადგილი უჭირავს. ვიტაუტას ლანდსბერგისი საქართველოს პირველ პრეზიდენტს იხსენებს. მას ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი ამბები კარგად ახსოვს.

ლანდსბერგისი ლიეტუვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც შემდეგ სეიმად იწოდა. 

პროფესორ ლანდსბერგისს იმდროინდელი საქართველოს ამბები ორი მიზეზით ახსოვს. ერთი იმიტომ, რომ იმავე ბრძოლას საკუთარ ქვეყანაში მეთაურობდა და მეორე, მისი შვილი თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლიეტუვის გაზეთებისთვის საქართველოს შესახებ სტატიებსაც წერდა. მან სწავლის დასრულება ვერ მოახერხა. მისი თქმით, სამშობლოში საქართველოზე შეყვარებული დაბრუნდა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის მსგავსად, საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მის შვილსაც. ის ამბობს, რომ ლანდსბერგისების სურვილი და ამოცანა, რაც შეიძლება მალე საქართველოს ნატოში ხილვაა. 

დღის ამბები