25 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევა რუსთავში - მოწამლულია 9 წლის გოგონა

ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევა რუსთავში - მოწამლულია 9 წლის გოგონა. შემთხვევის დროს მოზარდი სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, წყლის გამათბობელი გახდა.

გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიული სამსახური და საპატრულო პოლიცია.

დღის ამბები