19 აპრილი 2024,   02:38
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტი - თავდასხმის თვითმხილველები გამოიკითხნენ 

ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირების თვითმხილველების გამოკითხვა საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მოწმეთა განმარტებით, მათ უწყებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხულთა შორის იყვნენ ნაკრების ექიმი და ჟურნალისტი.

"დარბაზში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აინტერესებდათ რა დავინახე. დავინახე ვინ ვის ჩაარტყა, სისხლი რატომ დაედინა დათუნაშვილს და ეგ ვუთხარი გამოძიებას. დანარჩენი არ ვიცი რა მოხდება,"-აცხადებს ერთ-ერთ თვითმხილველი, ჟურნალისტი ქეთი ბაჩელაშვილი. 

"შაბათის კურიერის" მიერ გასაჯაროებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება ჯერ ჯაჭვით და შემდეგ უკვე მუშტით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს.

საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ ისინი სასამართლო წესით გამოიკითხებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები