19 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
ლიბიაში ქართველი მეზღვაურის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესში სტამბოლისა და ეგვიპტის საკონსულოები ჩაერთნენ 

ლიბიაში 23 წლის ქართველი მეზღვაურის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ქართული მხრიდან ძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო პოლიციასთან ერთად ჩართულია ქვეყნის საგარეო უწყებაც. კერძოდ, სტამბოლისა და ეგვიპტის საკონსულოები.

„ქართველ მეზღვაურებთან კონტაქტზეა ჩვენი საზღვაო ადმინისტრაცია. მათ ჰქონდათ საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ისინი დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ. არანაირი მიზეზები და ვერსიები ამ ეტაპზე მათ არ აქვთ. ცნობილია ჩვენთვის მხოლოდ ის, რომ გემი იმყოფება ღუზაზე და უკვე გამოძიებაა დაწყებული,“-აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდმა

დავით რაზმაძის ახლობლებს მომხდარის ვერსიებზე საუბარი უჭირთ და სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან დროულ გამოძიებას ითხოვენ.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე 7 იანვარს ლიბიაში გაუჩინარდა. ახლობლებს მომხდარის შესახებ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შეატყობინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები