23 აპრილი 2024,   22:01
ვრცლად
"ტრაგედიაა, რომ ბევრ თქვენგანს უხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ყოფნა" - მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა 

ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნისთვის დამღუპველი უწოდა და  ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქართველოდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება დაასახელა. შეხვედრას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა.

„ეს არის ტრაგედია, რომ ბევრ თქვენგანს უხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ყოფნა. ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის პირველ რიგში და ეს არის ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ მთელი ქვეყანა უნდა გადაიქცეს საკარმიდამო ნაკვეთად ერთი ოლიგარქის, ერთ ფეოდალის და ის არის დაინტერესებული იმაში, რომ არ იყოს ხალხი და განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ. როდესაც პირველი ტური მან წააგო და დაინახა, რომ ეს ხალხი, რომელიც ეგონა, რომ დაჩაგრა, დააშინა, გააღატაკა და გააუბედურა ბოლომდე, პრინციპში კიდევ აქვს უნარი, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაწიოს,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

დღის ამბები