19 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
აქცია ბათუმში - ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ევროპის მოედანზე კარავი გაშალეს

აქცია ბათუმში - ქიმიური ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ევროპის მოედანზე კარავი გაშალეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საინიციატივო ჯგუფი წევრები, ტერმინალის მშენებლობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას 24 საათიან რეჟიმში მიაწვდიან. ისინი კარვის აღებას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება ტერმინალის მშენებლობაზე უარს არ იტყვის.

ევროპის მოედანზე კარვის გაშლამდე აქციის მონაწილეები პორტთან იყვნენ შეკრებილი. ისინი შიშობენ, რომ პორტის ტერიტორიაზე რეალურად არა მინერალური სასუქების ტერმინალი, არამედ მომწამვლელი ნივთიერებების გადამუშავება მოხდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და ტურისტული ქალაქისთვის სახიფათო იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები