25 აპრილი 2024,   12:44
ვრცლად
საყოველთაო ნათლობა - პატრიარქის ნათლული კიდევ 630-მდე ჩვილი გახდა

რიგით 57–ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში - პატრიარქის ნათლული ამჯერად 630 ჩვილი გახდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ეს ბავშვები და მთელი საქართველო  არის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ. ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ გამყოფოთ მამა ზეციერმა თქვენ და სრულიად საქართველო“- სთქვა პატრიარქმა.

ამჟამად პატრიარქს უკვე 38 ათასამდე 300-ზე მეტი ნათლული ჰყავს.

დღის ამბები