25 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
უამინდობა აშშ-ში - სინოპტიკოსები დიდთოვლობის შემდეგ ყინვებს პროგნოზირებენ

დიდთოვლობის შემდეგ შეერთებულ შტატებს ძლიერი ყინვები ემუქრება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ბოლო დღეებში ამინდის გაუმჯობესებას ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მოჰყვება.

იმ რეგიონების მოსახლეობას, სადაც თოვლის დადნობის შემდეგ ტემპერატურა ნულს ქვემოთ უკვე დაეცა, ხელისუფლება გზებზე სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

ყინვების შესახებ სპეციალური გაფრთხილება ვაშინგტონს, ნიუ-იორკსა და ბოსტონსაც შეეხო. სინოპტიკოსების პროგნოზით 10 შტატში შეფერხებული იქნება საავტომობილო და სარკინგზო მიმოსვლა. ზოგიერთ შტატში წყალდიდობას პროგნოზირებენ.

დღის ამბები