19 აპრილი 2024,   02:49
ვრცლად
იმედია მწვავე კითხვებს არ გაექცევიან - ენმ საკრებულოში ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ელოდება

თბილისის საკრებულოში, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს ელოდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლებს გიორგი ბაგრატიონთან დედაქალაქში არსებულ არაერთ პრობლემურ თემაზე აქვთ კითხვები. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი მთავარი თემა დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია და მისი გამომწვევი მიზეზებია. მივა თუ არა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი შეხვედრაზე ამ დრომდე უცნობია.

„ვაპირებთ განვიხილოთ ბევრ მწვავე საკითხთან ერთად ექსპლოატაციაში მიუღებელი კორპუსების პრობლემა, ასევე რა თქმა უნდა ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ნებისმიერ ფორმატში ვიმუშაოთ მერიასთან. მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს აქვთ ვალდებულება, რომ ისინი გამოცხადდნენ ფრაქციის სხდომაზე და იმედი გვაქვს, რომ იმ მწვავე კითხვებს,რომელიც საზოგადოებაში არსებობს და ჩვენ გაგვაჩნია არ გაექცევიან,“-ამბობს საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე.

დღის ამბები