19 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
აფეთქება ჩრდილოეთ ირლანდიაში - სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს

ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. გამოძიების ვარაუდით, ბრალდებულები, რომელთა ასაკიც 20-დან 42-რ წლამდეა, დაჯგუფება "ირას" ახალი ფრთის წევრები არიან. 

პოლიციის ცნობით, მანქანა, რომელიც ლონდონ-დერიში სასამართლოს შენობასთან აფეთქდა, გატაცებული იყო. სამართალდამცველებმა მოსალოდნელი აფეთქების შესახებ შეტყობინება რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს და სასამართლოდან და ახლომდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს.

შემთხვევით შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები