25 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
ისრაელის არმიამ დამასკოზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის არმიამ დამასკოზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თვადაცვის უწყების განცხადებით, იერიშის სამიზნე სირიაში ირანის საბრძოლო დანაყოფი იყო. 

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სისტემებმა რაკეტების დიდი ნაწილი ჩამოაგდეს. საჰაერო იერიში დამასკოს აღმოსავლეთ რაიონების მიმართულებით ისრაელმა მას შემდეგ განახორციელა, რაც რამდენიმე საათით ადრე, სირიიდან გოლანის მაღლობების მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოაგდეს.

რაკეტის განეიტრალება საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ისრაელის საჰაერო სივრცეში შესვლამდე შეძლო.

დღის ამბები