19 აპრილი 2024,   04:12
ვრცლად
ტერეზა მეი პარლამენტს "ბრექსიტის" ალტერნატიულ გეგმას წარუდგენს

ტერეზა მეი დღეს პარლამენტს "ბრექსიტის" ალტერნატიულ გეგმას წარუდგენს, რომელშიც მთავარი ყურადღება ირლანდიის საზღვრის საკითხს დაეთმობა. პრემიერის ახალი გეგმა სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფს საკუთარი ცვლილებების პაკეტის წარდგენის საშუალებას აძლევს.

დოკუმენტში ეგრეთ წოდებული "ბექსთოფი" მთავარი სადაო საკითხია. ის წარმოადგენს გეგმას, როგორ უნდა იყოს თავიდან აცილებული ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის ჩვეულებრივი საზღვრის დაწესება.

პარლამენტში არსებობს ორი ჯგუფი, რომელიც 50-ე მუხლის შეჩერების საკითხის დაყენებას გეგმავს და იმ შემთხვევაში , თუ "ბრექსიტის" შეთანხმებას თემთა პალატა 26 თებერვლამდე ვერ დაამტკიცებს, პარლამენტარები ევროკავშირთან მოლაპარაკების გახანგრძლივებას მოითხოვენ.

დღის ამბები