20 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
ისრაელის ავია იერიშების შედეგად სირიაში 11 ჯარისკაცი დაიღუპა

სირიაში ისრაელის ავია იერიშების შედეგად 11 ჯარისკაცი დაიღუპა. არმიამ დამასკოს რეგიონში ირანის ობიექტები დაბომბა, მათ შორის იარაღის საწყობები და სამხედრო პოსტები.

გავრცელებული ცნობით, დაზიანდა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტიც, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კი 30-ზე მეტი რაკეტა გაანადგურა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ იერიშები გოლანის მაღლობზე დაგეგმილი შეტევის საპასუხოდ განახორციელეს. ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამაფრთხილებელი განცხადებაც გაავრცელეს.

დღის ამბები