20 აპრილი 2024,   00:42
ვრცლად
თავდასხმას ავღანეთში 12 ადამიანი ემსხვერპლა 

ავღანეთში თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. დანაღმული მანქანა ქვეყნის ცენტრალურ, ვარდაკის რეგიონში სამხედრო ბაზასთან ააფეთქეს, რის შემდეგაც მებრძოლებმა ცეცხლიც გახსნეს.

საპასუხო სროლის დროს ორი თავდამსხმელიც მოკლეს. დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათი ნაწილი ადგილობრივ საავადმყოფოში, ნაწილი კი ქაბულში გადაიყვანეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო. მანამდე მებრძოლებმა თავდასხმა ლოგარის პროვინციის გუბერნატორის ავტოკოლონაზეც მოაწყვეს. აფეთქებას მაღალჩინოსანი გადაურჩა, თუმცა 8 სამხედრო დაიღუპა .

დღის ამბები