19 აპრილი 2024,   12:07
ვრცლად
"არ მინდა ვინმე დაიჭირონ, ასეთი კაცი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან“ - ზურაბ დათუნაშვილი

„შაბათის კურიერის“ მოპოვებული სკანდალური კადრების შემდეგ პოლიციაში დაკითხვები გრძელდება. დილიდან ვაკე-საბურთალოს სამმართველოში იბარებენ ყველას, ვინც სპორტის სასახლეში დაინახა, როგორ დაესხა თავს ცივი იარაღით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ევროპის ორგზის ჩემპიონს.

მწვრთნელი, ზურაბ შელია პოლიციის განყოფილებაში სამ საათზე მეტხანს იკითხებოდა.

თავად ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ის გეგა გეგეშიძის დაპატიმრებას არ ითხოვს. თუმცა სპორტსმენი ფიქრობს, რომ გეგეშიძე თანამდებობიდან უნდა გადააყენონ.

„მე არავინ მინდა, რომ დაიჭირონ.  მიუხედავად იმისა, რომ ვისთანაც მაქვს დაპირისპირება ის არის პოლიციის კაპიტანი. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ვინმე დააპატიმრონ. უბრალოდ მინდა, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელი იყოს ისეთი ადამიანი ვინც მოჭიდავის ინტერესებს დაიცავს და დუბინკით  არ გაუსწორდება. ასეთი კაცი უნდა გადააყენონ თანამდებობიდან,“-ამბობს საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანი, ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი.

ვიდეომასალაში, რომელიც „შაბათის კურიერის“ ეთერში გავიდა კარგად ჩანს რკინის ჯაჭვი, რომელსაც გეგა გეგეშიძე სპორტსმენს სახეში ურტყამს. გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კურიერმა თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა არ გაასაჯაროვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები