19 აპრილი 2024,   11:13
ვრცლად
"40 ძირი მსხმოიარე ხე ამოძირკვეს" - ართმელაძეები ივანიშვილის სახლთან შიმშილობას აპირებენ

მახინჯაურში მცხოვრები ართმელაძეების ოჯახი ბიძინა ივანიშვილს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. ართმელაძეების განმარტებით, 300 წლოვანი ევკალიპტის ხე 6 თვის წინ მათი ეზოს მეშვეობით გადაიტანეს გურიისკენ და ტერიტორია მთლიანად გაანადგურეს.

ოჯახის თქმით, მაშინ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ამ სამუშაოებს ახორციელებდა, დაჰპირდა, რომ კომპენსაციას გადაუხდიდა, ანგარიშიც კი გაახსნევინეს, თუმცა ოჯახს თანხა ამ დრომდე არ მიუღია. 

ართმელაძეები ივანიშვილის სახლთან პროტესტის გამოხატვას შიმშილობით აპირებენ.

„ეს რაც გამინადგურეს, გამინადგურეს, 40 ძირი მსხმოიარე ხე ამოძირკვეს, ერთად არის გადაყრილი, გამხმარია სულ ყველა, ზოგი ჩაიმარხა, "ზაბორები" გაფუჭდა, ვუთხარით, ეს მაინც შემიღობეთ, რაც არის, რომ საქონელი ჩამოდის. დარჩენილი, რაც სხვა საშუალება მქონდა, რომელშიც ზამთრისას თავი უნდა გამეტანა, ესეც ნადგურდებოდა. ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე რომ მოიწვია ჟურნალისტები, იქ თქვა, რომ ხალხს გადავუხადე მე ფულიო, შევთავაზეო, ის ფული მათ რჩებაო. დღემდე არ მიმიღია არცერთი კაპიკი და არც ის "ზაბორი" გაუკეთებიათ, წყალიც არ მაქვს. რა ვიცი, ძალიან დიდ გაჭირვებაში ჩავვარდით,“ - განაცხადა ზექიე ართმელაძემ.

დღის ამბები