23 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
ფოთში წითელას 9 შემთხვევა დაფიქსირდა

ფოთში  წითელას ცხრა შემთხვევა  დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

ინფექციის სიმპტომებით სხვადასხვა კლინიკას 9 პაციენტმა მიმართა. დაავადებულთა შორის ერთი მოზარდია.

ექიმების განცხადებით, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობენ.

წითელას ინფექციით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები