20 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურში იპოვეს. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

„სამწუხაროდ, დღეს შეგვატყობინეს, რომ ცხედარი ნაპოვნია. პირველადი ინფორმაციით, ის ეკუთვნის ჩვენს მეზღვაურს, დავით რაზმაძეს. მიმდინარეობს ექსპერტიზა, შედეგები ხვალისთვის გვეცოდინება,“- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, თამარ იოსელიანი.

ქართველი მეზღვაური 7 იანვარს ლიბიის ერთ-ერთი პორტიდან გაუჩინარდა.

დავით რაზმაძის მამის ძმა და მისი მეუღლე 2008 წლის ომის დროს, გორის ვერხვების დასახლების დაბომბვისას დაიღუპნენ. დავით რაზმაძის მამის, ზაზა რაზმაძის ფოტომ, სადაც იგი დაღუპული ძმის ცხედარს დასტირის, მთელი მსოფლიო შეძრა. თავად ზაზა რაზმაძე კი 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები