პარიზში მაღალი მოდის კვირეული კრისტიან დიორის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. მოდის სახლმა პრეზენტაციისთვის ორიგინალურ გარემო შექმნა და მოდის დედაქალაქის ცენტრში ცირკის კარავი გაშალა.
დეფილეც ცირკის მსახიობების მონაწილეობით შედგა. მარია გრაცია ჩიურის მიერ შექმნილი ახალი კოლექცია პოდიუმის ვარსკვლავებმა არლეკინების და პიეროების ფორმაში ჩაცმული აკრობატების თანხლებით წარადგინეს.
დიორის სახლის დიზაინერმა აღნიშნა, რომ მისი შთაგონების წყარო სწორედ ცირკი და ანტიკური საბერძნეთი იყო.