25 აპრილი 2024,   00:58
ვრცლად
ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაცვალების ფაქტები - ეკონომიკის სამინისტრო გაზგამანაწილებელ კომპანიებს ახალ რეგულაციებს დაუწესებს

ვარკეთილში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში გაზმომარაგებასთან დაკავშირებული  რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობენ.

უწყებაში ამბობენ, რომ ზომები უნდა გამკაცრდეს როგორც კონკრეტული გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ ასევე თავად აბონენტებისთვისაც, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი შემთხვევები როგორიც არის ბუნებრივი აირის გაჟონვა.

„სამინისტრო მუშაობს არსებული კანონის გამკაცრებაზე. პირველ რიგში ეს არის  ტექნიკური რეგლამენტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ  გავამკაცროთ კიდევ უფრო მოთხოვნები იმ კომპანიების მიმართ ვინც ახორციელებს გაზგაყვანილობის მონტაჟს, როგორც კორპუსებში ასევე ცალკეულ ბინებში. მეორე მიმართულება არის ჩვენი ასევე გამკაცრებული მოთხოვნები ასევე გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ. კონტროლი მკაცრდება მაგრამ იმავდროულად გვინდა რომ აღვჭურვოთ ისინიც დამატებითი ბერკეტებით რათა უფრო ოპერატიულად ახორციელონ თავიანთი საქმიანობა და შემოწმება. და მესამე  მიმართულება, რომელიც ყოვლად აუცილებელია, ჩვენ ავამაღლებთ ცნობიერებას  და დამატებით  განმარტებებს გავუკეთებთ მომხმარებლებს თუ როგორ დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება გაზთან მიმართებაში,“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვარკეთილში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. მათი ცხედრები ბინაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები